თბილისის საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმ სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი უკვე მოქმედებს.
დოკუმენტის ინდიკატორების, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით გამართული შეხვედრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მიღებული დოკუმენტით დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა ის ორგანოა, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი პირველად ამოქმედდა.
„თვითმმართველობებში სექსუალური შევიწროების დოკუმენტის დანერგვა თბილისიდან დაიწყო და ეს წამოწყება საქართველოს დანარჩენი რეგიონებისთვისაც, ვფიქრობ, მაგალითი იქნება.
უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა დღეს იმ სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც უკვე მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი. ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოცდილების გაზიარებით თვითმმართველობაში მოქმედი ეს მექანიზმი მაქსიმალურად სრულყოფილ სახეს მიიღებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კითხვა-პასუხის, მსჯელობისა და არგუმენტების შეჯერების შემდეგ შეხვედრის მონაწილეები დოკუმენტის ირგვლივ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბორჯომში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და საკრებულოს თანამშრომელთა მონაწილეობით ტრენინგები გრძელდება
ივლისი 15,2024თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024თინათინ ნიბლოშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ივნისი 07,2024