თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის წარმომადგენლობაში დღეს, რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს მურად აბლოთიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის, ქულათა მინიჭების კრიტერიუმებისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მურად აბლოთიამ დევნილთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
რიმა ბერაძის განმარტებით, მის წარმომადგენლობას რაიონში მცხოვრები დევნილები, სხვადასხვა საკითხების მოგვარების თხოვნით, ყოველდღიურად აკითხავენ. ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით, შეხვედრის დაგეგმვის აუცილებლობა შეიქმნა.
„ჩუღურეთში ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი 5 000-მდე პირი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით მათ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დევნილთა სამინისტროს უფლებამოსილებაა, რომელიც მუდამ ღიაა ჩვენთან თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024