საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედგა, სადაც მინისტრი სტუდენტებს ქვეყნის განვითარებაში რეგიონული მმართველობის მნიშვნელობასა და დეცენტრალიზაციის პროცესებში მის როლზე ესაუბრა.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. ახალგაზრდები მთის განვითარებითა და ინფრასტრუქტის სამინისტროს მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ. მინისტრმა მათ მთის განვითარების ახალი სტრატეგია წარუდგინა, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს და მთის პოპულარიზაციისა და იქ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
მაია ცქიტიშვილმა სტუდენტებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელიც სამინისტროს მიერ განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს.
შეხვედრაზე რიმა ბერაძემ და მაია ცქიტიშვილმა რეგიონულ მმართველობაში თვითმმართველობის როლსა და მისი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„თვითმმართველობა და ცენტრალური მთავრობა ერთი მთლიანობაა, დამოუკიდებელი ინსტიტუციებით, თუმცა მათი ცალ-ცალკე განხილვა და განვითარება მიზანშეუწონელია. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადამიანამდე ჩაშლილი საერთო ვერტიკალი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხალხთან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რიმა ბერაძემ მინისტრს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და მათი აზრის გაზიარება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. თქვენ ხომ ჩვენი მომავალი ხართ, განსაკუთრებით დიდია თქვენი, როგორც მომავალი საჯარო მოხელეების როლი თვითმმართველობის განვითარებაში“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024