თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და თბილისის საკრებულოს სამგორის რაიოინის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან მამულაშვულმა საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სპექტრის’’ მიერ განხორციელებული პროექტის ,,პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუნჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში’’ დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური მდგრადობის მიღწევისათვის და დოვლათის შექმნისთვის, ასევე დასაქმების მაჩვენებლის გაზრდისთვის.
პროექტით, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამები შეიქმნა და არსებული პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით განახლდება.
ღონისძიების ფარგლებში 2 სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა და გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას, რომელიც კოლეჯის დირექტორმა მათე კატიძემ გახსნა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024