თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, მოადგილესთან, ლევან აბაშიძესთან, ერთად კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ ფარგლებში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ოთარ გრიგოლიამ და ლევან აბაშიძემ სტუდენტებს თბილისის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის განვითარების სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზეც ისაუბრეს და სტუდენტებს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.
კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ მიზანი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაა.
შეხვედრა კამპანიურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც შედგება.
ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023