ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო და და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ტერიტორიაზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოები - გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე განახლდა გზის საფარი, კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება.
ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 621 000 ლარს შეადგენს.
ზურაბ ჩიკვილაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ №23 საჯარო სკოლის რესტავრაცია- რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს
აგვისტო 02,2024გიორგი ტყემალაძე მეია მეგრელიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ივლისი 16,2024სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო
ივლისი 12,2024