თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობას ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრი ნინო ვარდოსანიძე შეუერთდება.
გარემოს დაცვის კომისიის შემადგენლობას შეუერთდება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრი ანა კილაძე.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობაში იქნება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრი შალვა ოგბაიძე, ხოლო ამავე ფრაქციის წევრი, ლევან აბაშიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის შემადგენლობას შეუერთდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილა
აგვისტო 09,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ივლისი 12,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ივნისი 14,2024