თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტზე მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით პრობლემური ადგილი იყო.
„უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგებს შორის ახალი საავტომობილო ხიდის გახსნამ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის დაწყების საშუალება მოგვცა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად მოწესრიგდება ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი, რაც მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რეაბილიტაციის პერიოდში წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. პროექტზე რამდენიმე კომპანია მუშაობს.
გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აგვისტო 30,2024გიორგი ტყემალაძე ბაგებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აგვისტო 22,2024გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
აგვისტო 14,2024