თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საერთაშორისო კონფერენციის „ორი იბერია-ევროპის ორი კარიბჭე“ საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა.
საერთაშორისო კონფერენცია კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას ეძღვნებოდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი ღონისძიება იყო.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა. მისი თქმით, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს, ამ ისტორიულ შენობაში პირველი საერთაშორისო კონფერენციის „ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“ მონაწილეების მასპინძლობა, რადგან ეს კონფერენცია არ არის რიგითი სამეცნიერო ღონისძიება, მისი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, იბერიის ნახევარკუნძულისა და კავკასიის იბერიის უძველესი ხალხების დაახლოება წარმოადგენს. კავკასიურ იბერიასა და ესპანურ იბერიას არა მხოლოდ საერთო სახელწოდება, არამედ მსგავსი ისტორიული გამოცდილებაც აერთიანებს. სხვადასხვა პერიოდში რომაული, ბიზანტიური, არაბული თუ ოსმალური იმპერიების წინააღმდეგ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაში ეს ხალხები თვითმყოფად და კულტურულად დაწინაურებულ ერებად ჩამოყალიბდნენ.
ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია, რომელიც მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით დაიგეგმა, ხელს შეუწყობს როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ჩვენ გულითადად მივესალმებით“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა 47 მომხსენებელმა მიიღო, მათ შორის 23 უცხოელი იყო ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
საზეიმო მიღების ფარგლებში ქართული და ესპანური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი, ასევე ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
ზურაბ ჩიკვილაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ №23 საჯარო სკოლის რესტავრაცია- რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს
აგვისტო 02,2024თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
აგვისტო 01,2024გიორგი ტყემალაძე პარალიმპიელთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო
ივლისი 31,2024