ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო და და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ტერიტორიაზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოები - გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე განახლდა გზის საფარი, კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება.
ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 621 000 ლარს შეადგენს.
გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აგვისტო 30,2024გიორგი ტყემალაძე ბაგებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აგვისტო 22,2024გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
აგვისტო 14,2024