თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილისა და კომპანია Green Day-ს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დიღმის ტყე პარკში 80 ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში ასევე დასუფთავდა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია.
გარემოსდაცვით აქტივობებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე, დიდუბის გამგებელი ლადო ძნელაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და დასუფთავების სამსახურის სერვისის თანამშრომლები, ასევე კომპანია ანაგის და ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
თბილისში ახლად რეაბილიტირებული N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა
სექტემბერი 23,2024თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024გიორგი ტყემალაძე: „ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“
სექტემბერი 09,2024