თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე და ავთანდილ ცინცაძე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ოლიმპიელ სპორტსმენთა ფიცის დადების და პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიას დაეწრნენ. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომლებიც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებენ - ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ძალოსნობა, ძიუდო, კრივი, ბატუტზე ხტომა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მძლეოსნობა, ცურვა.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები.
პარიზში, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დაიხურება.
ზურაბ ჩიკვილაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ №23 საჯარო სკოლის რესტავრაცია- რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს
აგვისტო 02,2024თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
აგვისტო 01,2024გიორგი ტყემალაძე პარალიმპიელთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო
ივლისი 31,2024