ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო და და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ტერიტორიაზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოები - გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე განახლდა გზის საფარი, კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება.
ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 621 000 ლარს შეადგენს.
თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024გიორგი ტყემალაძე: „ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“
სექტემბერი 09,2024გიორგი ტყემალაძე „წყნეთობა 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სექტემბერი 08,2024