მთაწმინდაზე, ამაღლების ქ. N1-ში, საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და რეაბილიტაციის შემდეგ მას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ, ამავე რაიონის გამგებელთან დავით კირკიტაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, ფასადის რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილი სახურავის ჩანაცვლება. ხოლო, გასულ წელს სახლს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 388 000 ლარი დაიხარჯება.
თბილისში ახლად რეაბილიტირებული N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა
სექტემბერი 23,2024თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024გიორგი ტყემალაძე: „ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“
სექტემბერი 09,2024