თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.
„თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა
აგვისტო 12,2024გიორგი ტყემალაძე: „თქვენგან წამოსული ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“
აგვისტო 12,2024კახაბერ ლაბუჩიძემ დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
აგვისტო 12,2024