თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.
„თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა
აგვისტო 09,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილა
აგვისტო 09,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აგვისტო 09,2024