თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი გაიხსნა. პარკის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვაკის რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე რეაბილიტირებული პარკი 24 600 კვ.მ. ფართობზეა გაშენებული.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რომელიც ყველა ასაკის დამსვენებლებზე იქნება გათვალისწინებული, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„რეკრეაციული სივრცეების ფართობი დედაქალაქში კიდევ უფრო გაიზრდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს. ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის ხუთი შადრევანი. განთავსდა სკამები და ურნები. ასევე მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო სარწყავი სისტემა.
პროექტი დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024