თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ლორთქიფანიძის N28-ში მდებარე დასასვენებელი სივრცის სამუშაოების დაწყებას გაეცნო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნაა. მისი თქმით, როგორც თბილისის მერია და საკრებულო, ასევე ადგილობრივი გამგეობები აქტიურად გააგრძელებენ ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.
„კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაობი მიმდინარეობს ლორთქიფანიძის N 28-ში. გასულ წელს მესაკუთრისგან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ და აღნიშნულ ადგილას კორპუსის ნაცვლად რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა“,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
ტერიტორიაზე, რომელიც 1200 კვ. მ-ს მოიცავს, სპორტული მოედანი, საბავშვო-გასართობი სივრცე და სხვა დასასვენებელი ზონები განთავსდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. პროექტის ღირებულება 372 000 ლარს შეადგენს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024