ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე პარლამენტის დეპუტატთან, ამავე რაიონის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან და დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან, ერთად სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ახალი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და ძველის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
თბილისის ყველა უბანში შექმნილია სარეკრეაციო სივრცეები, სადაც სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებსა თუ მოზარდებს შეუძლიათ მშვიდ გარემოში აქტიური დასვენება, განტვირთვა და გართობა.
„დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, თითქმის 2 ჰექტარ ფართობზე კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების ადამიანებისთვის.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024