თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
დღესვე კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია ინფორმაცია.
განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.