საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM მონაწილეობს, რომელსაც თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე და საკრებულოს წევრი ლევან აბაშიძე ესწრებიან.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 43-ე წელია იმართება. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს.
WTM-ზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება.
ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, დედაქალაქის საკრებულო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი.