თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული კვლევის „საბჭოთა სახელწოდებების ქუჩების, მოედნების და სოფლების პრობლემატიკა საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
ორგანიზაცია IDFI -ის ძალისხმევით გამართული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელსაც საკრებულოს წარმომადგენლების გარდა, პროფესიული სფეროს წევრები, კვლევის ავტორები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კვლევის მიხედვით საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები თბილისში დიდ წილად აღმოფხვრილია.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, თბილისის საკრებულო ეფექტიანად ახორციელებს ყველა იმ სახელწოდების ცვლილებას რომელიც ბოლშევიკურ რეჟიმთან არის დაკავშირებული. განხილვის პროცესი მაქსიმალურად საჯაროდ მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
ღონისძიებაზე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსმა მამუკა ბალიაშვილმა ისაუბრა ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია არაერთი კონკრეტული სახელდების საკითხი შეისწავლა და საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა სახელები მიანიჭა რამდენიმე ათეულ ქუჩას.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიიის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს საჭიროების შემთხვევაში გამოცდილება გაუზიარონ ყველა იმ მუნიციპალიტეტს სადაც ხსენებული პრობლემატიკა მწვავედ დგას.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა და ურბანისტმა ვლადიმერ ვარდოსანიძემ კვლევასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023