თბილისის საკრებულოში გამართულ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას დაინტერესებული პირები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კომისიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა გააცნო.
დღევანდელ განხილვაზე მთაწმინდის რაიონში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბაღთან არსებული უსახელო ხეივნისთვის მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.
აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვამდე რამდენიმე ხნით ადრე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასა და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ავთო ვარსიმაშვილთან ერთად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს. მათ, მოცემული საზოგადოებრივი სივრცე დაათვალიერეს და მისი თემატური მოწყობისა და რეაბილიტაციის პერსპექტივები განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მისივე თქმით, ხეივნის რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის საკითხში აქტიურ მონაწილეობას თავისუფალი თეატრი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქში თანამედროვე, შემოქმედებითი და კრეატიული საზოგადოებრივი სივრცე გაჩნდება, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მნახველი ეყოლება.
დღევანდელ განხილვაზე საბურთალოს რაიონში, ნაქულბაქევი გიორგის ქუჩისთვის ნაქულბაქევის სახელის მინიჭების საკითხიც განიხილეს და სამგორის რაიონში, გარდაბნის ქუჩისთვის ფილოსოფოსის თამაზ ბუაჩიძის სახელისა და მთაწმინდის რაიონში, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის სამადლოს სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს ასევე მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, ალექსანდრე ცომაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელის მინიჭების საკითხიც.
დღესვე მსჯელობა გაიმართა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, იოსებ კვაჭაძის ქუჩის გაგრძელებისა და ამავე რაიონში არსებული სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კომპოზიტორის ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. განიხილეს ასევე საბურთალოს რაიონში მდებარე ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის სპორტსმენ ომარ ფხაკაძის და ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების საკითხები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023