თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვას დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა დამსწრე საზოგადოებას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
დღევანდელ განხილვაზე ჩუღურეთის რაიონში, თამარ მამულაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გია ქარსელაძის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. კომისიის წევრებმა ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს.
გარდა ხსენებული საკითხებისა, სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხზე იმსჯელა: ვაკის რაიონში, ბაგების სატყეო უბანში მდებარე უსახელო ქუჩას კინორეჟისორების შოთა და ნოდარ მანაგაძეების სახელი მიენიჭება; გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს სპორტსმენის, თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის დამსახურებული ოსტატის, ზარბეგ ბერიაშვილის სახელი ეწოდება; კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩა კი მეფე ლუარსაბ პირველის სახელობის იქნება.
კომისიის წევრებმა და დაინტერესებულმა პირებმა საჯარო განხილვაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023