თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 9 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი განიხილეს.
მათ შორის აღსანიშნავია თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის დედაქალაქის - სოფიას სახელის მინიჭების საკითხი, რომელსაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, სამხედრო ქალაქთან მდებარე უსახელო ქუჩას ახალგორის სახელი ეწოდება.
ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გია ქარსელაძის სახელი მიენიჭება. გლდანის რაიონში მდებარე რევოლუციის ქუჩას კი, ქართველი მოჭიდავის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ზარბეგ ბერიაშვილის სახელი ეწოდება.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს, სოფელ ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩასთან არსებული უსახელი შესახვევის სახელდებაზე და საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, დიღმის ქედის ქუჩის გაგრძელების საკითხებზე.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023