თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
როგორც სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, დღევანდელ საჯარო განხილვაზე თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია წარმოდგენილი.
კომისიის წევრებმა კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევისთვის, მსახიობ კახი კავსაძის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. კომისიის სხდომაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული კულტურის წინაშე კახი კავსაძის დამსახურების და მისი შემოქმედების შესახებ. განხილვას კახი კავსაძის ძმა, ცნობილი საოპერო მომღერალი იმერ კავსაძე ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევისთვის კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას. სხდომას საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილვის დროს საკრებულოს წევრებმა და სათვისტომოს წარმომადგენლებმა სერგო ფარაჯანოვის ფენომენზე და თბილისში ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის ცნობილი მომღერლის ზურაბ დოიჯაშვილის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
ჩუღურეთის რაიონში, ტყის ქუჩას და I ჩიხს კი, ცნობილი ექიმის, პროფესორის იოსებ აბაკელიას სახელი მიენიჭება.
სხდომის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა სახელდებული ქუჩების გახსნის ღონისძიებებზე ისაუბრა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023