თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განაცხადებით, განხილვაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო წარმოდგენილი, მათ შორის საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთა სახელების უკვდავყოფა და ქუჩებისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების სახელების მინიჭება.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება და მათი ღვაწლის სათანადოდ დაფასება. მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებული საზოგადო მოღვაწეების და მათი სახელების უკვდავყოფა“- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ისნის რაიონში, მელაანის VI შესახვევისთვის და ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მსახიობის ხათუნა ჭიჭინაძის სახელის მინიჭების საკითხი წარადგინა. კომისიის სხდომაზე ხათუნა ჭიჭინაძის ცხოვრების შესახებ ვიდეორგოლი აჩვენეს. კომისიის წევრებმა ისნის რაიონში, ბანაკის დასახლების II ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის, რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. საჯარო განხილვას საბჭოთა ოკუპაციის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარდა ხსენებული საკითხებისა, კომისიამ ასევე იმსჯელა სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭების საკითხზე. ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი საზოგადო მოღვაწის, ბათლომე ხუციშვილის სახელი მიენიჭება, რომლის მოღვაწეობაც საინგილოსთანაა დაკავშირებული.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023