თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 840 302 500 ლარით განისაზღვრა.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური და ფინანსური ვითარების მიუხედავად, რაც გარკვეულწილად ასახულია თბილისის 2021 წლის ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებზეც, წარმოდგენილი პროექტით დაფინანსდება ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის მცხოვრებელთა სოციალურ დაცვას, ჯანდაცვას, ეკონომიკურ განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესებას, ტრანსპორტის განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კომუნალური მეურნეობების განვითარებას, განათლებას, სპორტსა და კულტურას.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დეტალურად განიხილა ის პროგრამული კოდები, სადაც საუბარია მისამართის აღმნიშვნელი აბრების განთავსებაზე და ღონისძიებების უზრუნველყოფაზე. აბრების განთავსების მიმართულებით, წინა წლების მსგავსად 500 000 ლარია გათვალისწინებული, რაც დაგეგმილი სამუშაოების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, 2020 წელს დაიგეგმა და ბიუჯეტშიც აისახა თბილისის საკრებულოს შენობაში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის, ხოლო ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მემორიალის მოწყობის საკითხები. პანდემიის გამო, 2020 წლის განმავლობაში სამწუხაროდ ეს პროექტები ვერ დასრულდა. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხსენებული მემორიალური ობიექტების მოწყობისთვის კვლავ იგივე მოცულობის თანხა - 500 000 ლარია გათვალისწინებული.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023