თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ბათუ კრავეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ. კომისია ქუჩისთვის ძველი - ნიაღვრის ქუჩის სახელის დაბრუნების საკითხს განიხილავს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხსენებულ ქუჩაზე მოედინებოდა მთაწმინდის ფერდობებიდან ჩამონადენი ნიაღვრის დიდი ნაწილი, ქუჩაზე დღემდეა შემორჩენილი ძველი სანიაღვრე ინფრასტრუქტურა. მათივე თქმით, აღნიშნული სახელი განსაკუთრებულ ტოპონიმთა კატეგორიას განეკუთვნება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, კომისია იზიარებს მოქალაქეთა სულისკვეთებას და მხარს უჭერს ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭებას.
,,მთაწმინდის რაიონში მდებარე ამ უძველეს ქუჩას ნიაღვრის სახელი 1900 წლიდან ერქვა, ეს არის იმ ტოპონიმურ სახელწოდებათა თვალსაჩინო მაგალითი, რომლებიც თბილისურ ხასიათს ქმნიან და ხაზს უსვამენ ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულობას. ამდენად, ეს ქუჩა დაიბრუნებს თავის ისტორიულ სახელს“, - განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
მისივე თქმით, დიდია ბათუ კრავეიშვილის როლი ქართული საოპერო მუსიკის განვითარებაში, შესაბამისად, მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასებული უნდა იყოს, ხოლო თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელი მინიჭების საკითხზე იმსჯელებს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023