თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩას კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელი მიენიჭება. ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხს ქეთევან წამებულის I ჩიხის სახელი დაერქმევა. ვაკის რაიონში, წყნეთში, სოხუმის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხს სოხუმის III ჩიხის სახელი ეწოდება. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე ქუჩის გაგრძელების და ჩიხების სახელდების საკითხებს მხარი დაუჭირეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის საკითხზე მსჯელობა გაიმართა. ამ საკითხზე განცხადებები გააკეთეს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ კიდევ ერთხელ განმარტა კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და სახელდების პროცედურები.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023