თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და კომისიის რეკომენდაციები წარადგინეს.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტით დაფინანსდება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროგრამა. ამასთან, კომისიამ საკუთარი რეკომენდაციები წარადგინა, რომლებიც ქუჩების ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟისთვის და ისტორიულ ქუჩებზე ე.წ. „სანათიანი აბრების“ დამონტაჟებისთვის თანხების გაზრდას ითვალისწინებს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მიესალმება 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივის ასახვას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის დადგმას, ხოლო ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე პრეზიდენტ გამსახურიას მემორიალის მოწყობას ითვალისწინებს.
გარდა აღიშნულისა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლისთვის ნონა გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023