თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან, ფეხბურთელ დავით ყიფიანის ოჯახის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონთან მდებარე დავით ყიფიანის სახელობის ქუჩა დაათვალიერეს და მისი ნუმერაციის საკითხები განიხილეს.
დღესვე შეხვედრის მონაწილეებმა დავით ყიფიანის ძეგლის განთავსების მიზნით, სტადიონისა და ყიფიანის სახელობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.
ყველა დროის ერთ-ერთი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს სპორტული საზოგადოების და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება.
დავით ყიფიანმა თბილისის „დინამოს“ სხვა წევრებთან ერთად 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო, რის გამოც აღნიშნული თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „დინამოს“ სრულ შემადგენლობასთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
2021 წელს ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 20, ხოლო ისტორიული თასის აღებიდან 40 წელი სრულდება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023