თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრები კახი კავსაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის მსახიობის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქუჩის შერჩევის პროცედურები.
"კახი კავსაძე არის უდიდესი მსახიობი, რომლის სახელობის ქუჩაც დაამშვენებს თბილისს. ამ ეტაპზე კონსულტაციები გვაქვს ოჯახის წევრებთან, ქუჩის შერჩევა მოხდება მათი სრული ჩართულობით. სახელდების პროცესი კი საზოგადოების ფართო მონაწილეობით განხორციელდება"-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023