თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებს განსახილველი საკითხები სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა წარუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე რიგი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე მომზადებული ინიციატივები განიხილეს.
როგორც სხდომაზე მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, კომისია მუშაობას არსებული კოვიდრეგულაციების დაცვით აგრძელებს.
,,დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე ჩიხების, შესახვევებისა და გასასვლელების სახელდებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მოსაზრებები და თხოვნები განვიხილეთ.
ამასთანავე, ვიმსჯელეთ სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტისთვის გია მაისაშვილისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის-გიორგი ჯოჯუას სახელების დარქმევის თაობაზეც’’,-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024