თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქში საქართველოს სახალხო არტისტის, კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას სახელობის ქუჩის სახელდების საკითხზე იმსჯელეს. კინორეჟისორის სახელობის ქუჩა, მთაწმინდის რაიონში, დიმიტრი ბაქრაძის II შესახვევს დაერქმევა.
მიმდინარე წლის თებერვალში 100 წელი სრულდება რუსეთის არმიის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, 2018 წელს ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული პიროვნებების სახელობის ქუჩებს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწერთა სახელები მიანიჭა. 1921 წლის თებერვლის იმ მძიმე დღეებიდან 100 წლის შემდეგ ერთეულად შემირჩენილი საბჭოთა რევოლუციონერების ქუჩების სახელწოდებების ჩანაცვლება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. კომისიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში, ავჭალის რკინიგზის სადგურს მიენიჭება ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელი, რომელიც საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური იყო. მას ჰქონდა რესპუბლიკის გმირის წოდება. ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით შეძლეს ქართველებმა, ერთი საუკუნის წინ, რუსეთის საბჭოთა არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება.
კომისიამ ასევე იმსჯელა ისნის რაიონში, რევოლუციური მოძრაობის მონაწილის, ჩოხატაურის ბოლშევიკური კომიტეტის წევრის, თეოფილე ჩოჩუას ქუჩისთვის საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე ხელმომწერის, დამფუძნებელი კრების წევრის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელის მინიჭებაზე; რევოლუციონერ ექვთიმე სართანიას ქუჩას კი იუნკერ პლატონ დოლიძის სახელი მიენიჭება. იუნკერ ალექსანდრე ახვლედიანის სახელობის გახდება ისნის რაიონში, კომკავშირის ერთ-ერთი ლიდერის დავით კაჭარავას სახელობის ქუჩა.
ხსენებული საკითხები საზოგადოებრივი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდება საკრებულოს ვებ გვერდზე და გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ განხილვა გაიმართება. განხილვაში მონაწილობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საჯარო განხილვის შემდეგ საკითხები საკრებულოს სხდომაზე იქნება გატანილი.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023