თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ორხევის დასახლებაში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ვახტანგ ფანგანის სახელობის სპორტული მოედანი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, სამგორის რაიონში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ვახტანგ ფანგანის ოჯახის წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სპორტული მოედნის სახელდება ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით მოხდა. მისივე თქმით, ვახტანგ ფანგანი წარმატებული ფეხბურთელი იყო, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად გარდაიცვალა.
„სპორტული მოედნის სახელდება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოხდა. ვახტანგ ფანგანი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მან დიდი სიყვარული დატოვა როგორც სპორტულ საზოგადოებაში, ასევე მის მშობლიურ უბანში. ვახტანგ ფანგანის სახელის უკვდავსაყოფად ამ სტადიონს მისი სახელი ეწოდება. მე მინდა, ფანგანის მაგალითზე, ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ვახტანგ ფანგანის სახით, ქართულმა სპორტმა დიდი ფეხბურთელი დაკარგა. მან საკრებულოს წევრებს, ვინც მოედნის სახელდების პროცედურებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.
„საკრებულოს გადაწყვეტილებით და სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ცოტა ხნის წინ, ამ სპორტულ მოედანს ვახტანგ ფანგანის სახელი მიენიჭა. დღეს კი სტადიონი ოფიციალურად გავხსენით. მისი სახით საქართველომ და ქართულმა სპორტმა დიდი ფეხბურთელი დაკარგა. საკრებულოს სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს კოლეგას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სახელდების პროცედურებში. ჩვენ ვაგრძელებთ, იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებმაც ღირსეული კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ვახტანგ ფანგანი, ხანმოკლე სპორტული კარიერის მანძილზე, საფეხბურთო კლუბ „ვით ჯორჯიას“ კაპიტანი იყო. 2012 წელს ის თბილისის ასაკობრივი ნაკრების წევრი გახდა. ვახტანგ ფანგანი 2013 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023