სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა და ამ დღეს თბილისის საკრებულო ტრადიციულად საქართველოს დროშების გადმოფენით აღნიშნავს. ამ დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმით მიაგებენ პატივს ქართულ დროშას.ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა მსგავსად შეუძლია გამოხატოს პატივისცემა ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ"- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024