თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელების მინიჭების შესახებ საკითხებს. სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელი მიენიჭება, სამგორის რაიონშივე, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩა აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელებს ატარებენ.
სხდომაზე იმსჯელეს ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ცოლ-ქმრის მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების, ასევე ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ. მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას და ორ ჩიხს იუნკერ ლევან კანდელაკის სახელი დაერქმევა.
ამ საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩისთვის და სკვერისთვის მსახიობების, მომღერლების, საზოგადო მოღვაწეების და მეცნიერების სახელების მინიჭებაზე. მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევს და გასასვლელს მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელი მიენიჭება; საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერი კინომსახიობის ლიკა ქავჟარაძის სახელობის გახდება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024