თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის #50-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნაზე იმყოფებოდნენ.
ცენტრის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი შეადგენს 3 920 087 ლარს. ცენტრში განთავსებულია დიდი სპორტული დარბაზი კალათბურთის და ფრენბურთისთვის, აგრეთვე სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, საშხაპეები და გასახდელები.
დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების არსებობა, ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.
მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნას საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდნენ.