თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში, 190-ე სკოლაში, იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი დღე აქვთ სკოლაში. დარწმუნებული ვარ, მათ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მასწავლებლები მათ სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდიან", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
190-ე სკოლის დირექტორმა ირინე გაგოშიძემ თინათინ ნიბლოშვილსა და ირაკლი ხელაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა გასულ წელს სრულად გარემონტდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი სკოლის ეზო მოეწყობა.
გიორგი ტყემალაძე: „ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“
სექტემბერი 09,2024გიორგი ტყემალაძე „წყნეთობა 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სექტემბერი 08,2024გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აგვისტო 30,2024