თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.
„თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომისიის წევრებმა ასიგნებების კვარტალური გადანაწილებას დაუჭირეს მხარი
სექტემბერი 06,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორ თუბა ოზუთოქს შეხვდა
სექტემბერი 04,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
სექტემბერი 03,2024