+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
საბჭოს შესახებ
სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები
საბჭოს ანგარიშები და დასკვნები
საკონტაქტო ინფორმაცია
გენდერული თანასწორობის საბჭოს FB
საბჭოს შესახებ

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერულ საკითხებზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, 2016 წელს, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ნოემბრის №26-80 დადგენილებით შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში-საბჭო), დამტკიცდა საბჭოს დებულება, განისაზღვრა საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

 

საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს:  საქართველოს კონსტიტუციით; საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; საქართველოს კანონით „გენდერული თანასწორობის შესახებ“; “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებით; „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ნოემბრის №26-80 დადგენილებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

საბჭოს დებულების თანახმად, მისი ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 

. საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;


გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;


გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;


წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთვის წარსადგენად და სხვა.

 

 

ადგილობრივ დონეზე  გენდერულ პოლიტიკას  საბჭო წარმართავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 თებერვლის №22-7 დადგენილებისა  (შემდგომში-გენდერული სტრატეგია) და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 თებერვლის № 97 განკარგულები  (შემდგომში-სამოქმედო გეგმა)  შესაბამისად.

 

გენდერული სტრატეგია განსაზღვრავს ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებს, ამოცანებსა და პრინციპებს. დოკუმენტში წარმოდგენილია სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები და მონიტორინგის ღონისძიებები. გენდერული სტრატეგია წარმოადგენს სამოქმედო გეგმის შემუშავების საფუძველს.

 

სამოქმედო გეგმა ემსახურება გენდერული სტრატეგიის შესრულებას და ითვალისწინებს დოკუმენტში დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას.

 

საბჭო, სამოქმედო გეგმის საფუძველზე უზრუნველყოფს: გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული ღონისძიებების/პროექტების შემუშავებას საფინანსო-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, აგრეთვე კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში; გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან თანამშრომლობას; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას; ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმართვას; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ინიციატივების შემუშავებას და  პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელებას; სქესის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციასა და აღმოფხვრას;  გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სხვა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოში, "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს" შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 28 იანვრის №ბ03.03220281 ბრძანებით, დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ხელმძღვანელობით. აღნიშნულ ბრძანებაში შესული ბოლო ცვლილების მიხედვით, ("ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს" შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 28 იანვრის №ბ03.03220281 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის  27 ივლისის № ბ03.03232081 ბრძანება) საბჭო 27  წევრითაა წარმოდგენილი  (21 ქალი და 6 კაცი).

 

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

 

LiveZilla Live Chat Software