+995 32 215 93 93
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
კონკურსის შესახებ
რეგისტრაციის პირობები
ნომინაციები
კონკურსის ჩატარების ეტაპები
ჟიურის შემადგენლობა, მუშაობის სპეციფიკა
პრემია, პრიზი
არქივი
ჟიურის შემადგენლობა, მუშაობის სპეციფიკა

კონკურსის ჩატარებამდე, ყოველწლიურად იქმნება ჟიური 7 წევრის შემადგენლობით.


ჟიურის მუშაობას ხელმძღვანელობს ჟიურის თავმჯდომარე, რომელსაც  ჟიურის წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. ჟიურის თავმჯდომარეს და ჟიურის წევრებს აქვთ ერთი ხმა.


ჟიური, ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, ავლენს თითო ნომინაციაში გამარჯვებულ პირს და კონკურსის მხოლოდ ერთ მონაწილეს გადასცემს სპეციალურ პრიზს.


ჟიურის სახელმძღვანელო კრიტერიუმებია: პროფესიონალიზმი, სახელოვნებო ოსტატობა, სალიტერატურო ნორმებისა და მხატვრული ხერხების ფლობა, ნაწარმოების ესთეტიკური მხარე, თბილისისთვის საინტერესო და აქტუალური თემების დამუშავება და ინოვაციური აზროვნება.


ჟიურის მხრიდან პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალა მოიხსნება კონკურსიდან, ხოლო ავტორი დაკარგავს განმეორებით მონაწილეობის უფლებას.


ჟიურის უფლებამოსილება უწყდება ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის "თბილისი” დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.