+995 32 215 93 93
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
კონკურსის შესახებ
რეგისტრაციის პირობები
ნომინაციები
კონკურსის ჩატარების ეტაპები
ჟიურის შემადგენლობა, მუშაობის სპეციფიკა
პრემია, პრიზი
არქივი
კონკურსის შესახებ

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის "თბილისი" მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. 


ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნომინაცია წლის საუკეთესო ესსე, რომელიც  განკუთვნილია მხოლოდ სკოლის მოსწავლეთათვის.


კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ თემატიკაზე შექმნილი საავტორო ნაწარმოები.


კონკურსანტს შეუძლია თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა.


საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე ენიდან თარგმნილი ნაწარმოები. 

 

ნაწარმოების გვერდების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 30 გვერდს. 


პროზის, პოეზიისა და ესსეს ქართულენოვანი ვერსია მიიღება ელექტრონული სახით.

 

სიმღერის, ფერწერის, ქანდაკების, ფოტოს, არქიტექტურული ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია MP3, CD, JPEG, PDF ვერსიით.


კონკურსანტი პირად ელექტრონულ მისამართზე მიიღებს შეტყობინებას მასალის სრულყოფილად მიღების ან ხარვეზის გამოსწორების შესახებ.


საკონტაქტო პირი: ნატა აბრამაშვილი (ტელ: 555-459-643) და ირაკლი შამათავა (579-606-590)