+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის წესდება
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
ფრაქციის სამდივნო
ფრაქციის წესდება

მიღებულია საკრებულოს ფრაქციაევროპული საქართველო თბილისი“-

 2017 წლის 15 ნოემბრის დამფუძნებელ სხდომაზე

ფრაქციის თავმჯდომარე გიიორგი გაბაშვილი

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია

ევროპული საქართველო - თბილისი„-ს

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომშისაკრებულო) ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისი“ (შემდგომში - ფრაქცია), არის საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი”, საკრებულოს რეგლამენტის, წინამდებარე  წესდებისა და ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისად.

 

თავი II

ფრაქციის მიზნები და უფლებამოსილებანი

 

მუხლი 2

1. ფრაქციის მიზნები:

ა) საკრებულოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) ფრაქციის წევრთა მიერ საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) საკრებულოს სამართალშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის განხორციელებისას ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა;

დ) მოსახლეობის მიერ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიგარანტირებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;

ზ) დემოკრატიული თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნა;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;

კ) მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი, საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით;

ლ) მუნიციპალური ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა

 

2. ფრაქცი უფლებამოსილია:

ა) მოახდინოს საკრებულოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ინიცირება;

ბ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს/პირებს და მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს;

გ) მოითხოვოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა;

დ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი, დასანიშნი და თანხმობა მისაცემი კანდიდატურების თაობაზე;

ე) დაასახელოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა;

ვ) საკრებულოს სხდომებზე მონაწილეობა მიიღოს კამათში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. ზემოაღნიშნული მიზნებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად ფრაქცია იყენებს ყველა კანონიერ გზას, ფორმასა და საშუალებას.

 

თავი III

ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

მუხლი 3

1. ფრაქციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომა როგორც წესი იმართება თვეში ერთხელ  ან საჭიროებისამებრ.

3. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა.

4. ფრაქციის სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობას წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

5. ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე.

6. ფრაქციის დღის წესრიგი მტკიცდება ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

7. დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით.

8. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით.

9. ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.

10. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

გ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე;

დ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;

ე) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ვ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

ზ) ისარგებლოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

 

თავი IV

ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის თანამდებობის პირები,

მათი არჩევის წესი და კომპეტენცია

მუხლი 4

1. ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს საკრებულოს წევრი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც წერილობით განაცხადებს ამის შესახებ და იზიარებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

2. ფრაქციის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში;

ბ) დაიცვას ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება;

გ) შეასრულოს ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

დ) ფრაქციის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, შესაბამისი წერილობითი განცხადებით, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან.

3. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წევრის მოთხოვნის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გარიცხოს ფრაქციის წევრი ფრაქციის შემადგენლობიდან თუ:

ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის მიზნებს;

ბ) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას;

4. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის რეგისტრაციამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

5. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

6. ფრაქციის თავჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ;

გ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს და ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას;

დ) ხელს აწერს ფრაქციის ოფიციალურ დოკუმენტაციას;

ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს, შესაბამისი წერილობითი განცხადებით, ნებისმიერ დროს გადადგეს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

8. ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე  წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე.

 

მუხლი 5

1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის რეგისტრაციამდე ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს).

2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს;

ბ) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

4. ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წევრთა შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადააყენოს თანამდებობიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 6

1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის წევრთა უმრავლესობით, ირჩევს ფრაქციის მდივანს.

2. ფრაქციის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

3. ფრაქციის მდივანი:

ა) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს;

ბ) ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას.

4. ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ფრაქციის წევრთა უმრავლესობით გადააყენოს თანამდებობიდან ფრაქციის მდივანი.

 

მუხლი 7

1. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციის შტატგარეშე მოსამსახურეთაგან იქმნება ფრაქციის სამდივნო.

2. ფრაქციის სამდივნოს ხელმძღვანელობს ფრაქციის სამდივნოს უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ფრაქციის სამდივნოს გამართულ საქმიანობაზე, თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების სრულყოფილად შესრულებაზე.

3. ფრაქციის შტატგარეშე მოსამსახურეებს ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს მიერ ფრაქციის შტატგარეშე მოსამსახურეთა ასაყვანად გამოყოფილი წლიური სახელფასო ლიმიტის ფარგლებში

4. ფრაქციის სამდივნო:

ა) ამზადებს ფრაქციის სხდომებს;

ბ) ხელს უწყობს ფრაქციის წევრებს საქმიანობის განხორციელებაში;

გ) აღრიცხავს ფრაქციის სხდომებზე სხვადასხვა საკითხების განხილვისას გამოთქმულ წინადადებებს და შენიშვნებს;

დ) ადგენს ფრაქციის სხდომის ოქმს;

ე) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და ფრაქციის მდივნის დავალებებს.

 

თავი V

ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში

მუხლი 8

1. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

2. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა.

 

თავი VI

ფრაქციის გაუქმება

მუხლი 9

ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩება  3 წევრზე ნაკლები.

 

 

საკრებულოს ფრაქცი

ევროპული საქართველო თბილისი“-ს

 

თავმჯდომარე  - გიორგი გაბაშვილი

 

მოადგილე  - დათო ჟღენტი

 

 

მდივანი   - ელენე ოზაშვილი

LiveZilla Live Chat Software