+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის წესდება
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
ფრაქციის წესდება

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ფრაქციის ’’ქართული ოცნება - მრეწველები’’

წესდება

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი  1

1.1         ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ’’ ქართული ოცნება -   მრეწველები’’, (შემდგომში - ფრაქცია) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული  კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, სხვა ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

1.2         ფრაქციის საქმიანობას საფუძველად უდევს შემდეგი პრინციპები:

1.2.1      ფრაქციის საქმიანობის საჯაროობა;

1.2.2      დამოუკიდებლობა და თანასწორობა კანონის წინაშე;

1.2.3      ფრაქციაში გაწევრიანებისა და ფრაქციიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

1.2.4      თვითმმართველობა;

1.3        ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში
(ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წეცრებთან ერთად.

1.4        ფრაქცია იქმნება საკრებულოს წევრთა მიერ უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისა და საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

 

თავი II

 

ფრაქციის ძირითადი მიზნები

 

 

მუხლი  2

 

2.1         ფრაქციის ძირითადი მიზნებია:

2.1.1.     დედაქალაქის მაცხოვრებელთა დასაქმებაში ხელშეწყობა; 

2.1.2.     ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

2.1.3.     სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა;

2.1.4.     საფინანსო-ეკონომიკური გაწონასწორების პოლიტიკის მხარდაჭერა;

2.1.5.     მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, წახალისება და            მათში  ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდის უზრუნველყოფა;

2.1.6.    კერძო მეწარმეებისათვის ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

2.1.7.    მდგრადი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება;

2.1.8.    სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვისთვის ხელშეწყობა;

2.1.9.    განათლების ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა;

2.1.10.  დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

2.1.11.  დედაქალაქში განაშენიანების რეგულირების ზონების ხელშეწყობა;

2.1.12.  საკრებულოს საქმიანობის საჯაროობა;

2.1.13.  თბილისსა და საზღვარგარეთის ქალაქებს შორის ურთიერთობის და აზრთა გაცვლა-გაზიარების ხელშეწყობა;

2.2.       აღნიშნული მიზნების მისაღწევად ფრაქცია იყენებს ყველა კანონიერ გზას, ფორმასა და საშუალებას

 

 

თავი III

 

 

ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

 

 

 მუხლი  3

 

 

1.1.  ფრაქციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

1.2. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

1.3.  ფრაქციის სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით  ან ფრაქციის წევრთა უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

1.4.  ფრაქციის       სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე.

1.5.ფრაქციის დღის წესრიგი მტკიცდება ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

1.6.დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხის ამოღება ან დამატება) შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის 3.7. პუნქტით დადგენილი წესით.

1.7.თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

1.8.ფრაქციის სხდომა, როგორც წესი ღიაა. ფრაქციის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფრაქციის დახურული სხდომა.

 

 

 

 

 

 

 თავი IV

 

ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის თანამდებობის პირები,

მათი არჩევის წესი და კომპეტენცია

 

 მუხლი  4

4.1.     ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს საკრებულოს წევრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც იზიარებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას;

4.2.     ფრაქციის წევრი ვალდებულია:

4.2.1.  დაიცვას ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება;

4.2.2.  შეასრულოს ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

4.2.3.  არ განახორციელოს ფრაქციის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო ქმედება;

4.3.     ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წევრის მოთხოვნის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით გარიხცოს ფრაქციის წევრი ფრაქციის შემადგენლობიდან თუ:

4.3.1.  მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის ამოცანებს;

4.3.2.  მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას;

4.3.3.  განზრახ ან არასაპატიო მიზეზით არღვევს ფრაქციის წესდებას;

4.4.     ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს;

4.5.     ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს;

4.6.     ფრაქციის თავმჯდომარე:

4.6.1.  ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

4.6.2.  წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ;

4.6.3.  წარმართავს ფრაქციის სხდომებს და ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს;

4.7.     ახორციელებს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

4.8.     ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გადადგეს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან;

4.9.     ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ  მიღებული გადაწყვეტილებით გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე.

 


მუხლი  5

5.1.   ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოდგილეები;

5.2         ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს;

5.3    ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს;

5.4    ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

5.4.1  ფრაქციის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციებს;

5.4.2. ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს;

5.4.3. ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;

5.5   ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;

 

 

მუხლი  6

6.1.    ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის მდივანს;

6.2.    ფრაქციის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს;

6.3.    ფრაქციის მდივანი;

6.3.1. ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს;

6.3.2. ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას;

6.3.3. ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

6.4.    ფრაქცია უფლებამოსილია ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით გადააყენოს ფრაქციის მდივანი;

 

                                                                         თავი V

                                       ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში

მუხლი  7

7.1.    ფრაქციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს;

7.2.    ფრაქციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა, თუ აღნიშნულს მხარს დაუჭერენ ფრაქციის წევრები ერთხმად

 

 

 

                                                                                       თავი VI

                                                               ფრაქციის გაუქმება

 

მუხლი  8  ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები;

 

 

 

 

 

 

 

12:00
26 აპრ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
11:00
26 აპრ
კომისიის სხდომა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
10:00
26 აპრ
კომისიის სხდომა
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის
16:00
25 აპრ
კომისიის სხდომა
ეკონომიკური განვითარების
15:00
23 აპრ
კომისიის სხდომა
კომისიების გაერთიანებული სხდომა
14:00
23 აპრ
კომისიის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
13:00
23 აპრ
კომისიის სხდომა
სარევიზიო კომისია
12:00
23 აპრ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
11:30
23 აპრ
კომისიის სხდომა
სატრანსპორტო საკითხთა
16:00
29 მარ
საკრებულოს სხდომა
15:45
29 მარ
ბიუროს სხდომა
LiveZilla Live Chat Software