+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის წესდება
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
ფრაქციის სამდივნო
ფრაქციის წესდება

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია

,,კონსერვატორები და დამოუკიდებელი წევრი,,

 

წ ე ს დ ე ბ ა

 

მუხლი 1.ზოგადი დებულებებ

 

1.      1 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,კონსერვატორები და დამოუკიდებელი წევრი,, (შემდგომში,,ფრაქცია,,) არის საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

1.      2 ფრაქციის შექმნის და საქმინობის საფუძველია საქართველოს                კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი–,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, სხვა ნორმატიული აქტები და წინამდებარე წესდება.

 მუხლი 2.ფრაქციის მიზნები და ამოცანები

ფრაქციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

 2.1 თბილისის მოსახლეობის  ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფა;

2.2.ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების დამოუკიდებლობა, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის პრინციპების გათვალისწინება;

2.3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნა და დამკვიდრება;

2.4.მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის მკაცრი კონტროლი, საბიუჯეტო სახრების ხარჯვის მიზნობრიობის განსაზღვრა და მის განკარგვაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

2.5.თბილისის ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვის უზრუნველყოფა;

2.6.ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვა.

2.7.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა.

 

მუხლი 3 ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

 3.1 ფრაქციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

 3.2.ფრაქცია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

 3.3.ფრაქციის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ. ფრაქციის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას ფრაქციის თავმჯდომარის  ინიციატივით ან ფრაქციის წევრთა მოთხოვნით.

 3.4.გადაწყვეტილებები ფრაქციის სხდომაზე მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

 3.5.ფრაქციის სხდომა ღიაა. ფრაქციის თავმჯდომარის მოთხოვნითა და წევრთა გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფრაქციის დახურული სხდომა.

მუხლი 4 ფრაქციის წევრი და მისი უფლებამოსილებები

4.1.ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს საკრებულოს წევრი კანონით დადგენილი წესდების შესაბამისად, რომელიც იზიარებს და ეთანხმება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას და ფრაქციის წესდებას.

4.2.ფრაქციის წევრი უფლებამოსილია:

4.2.1.აირჩიოს და არჩეულ იქნას ფრაქციის ნებისმიერ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ან დაასახელოს შესაბამისი კანდიდატურა;

4.2.2.მიმართოს ფრაქციას ნებისმიერი წინადადებით ან ინიციატივით, რომელიც შეეხება საკრებულოს საქმიანობას და მოითხოვს ფრაქციის მხარდაჭერას;

4.2.3.მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ფრაქციის საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

4.3.ფრაქციის წევრი ვალდებულია:

4.3.1. დაიცვას ფრაქციის წესდება

4.3.2.მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში

4.3.3.აქტიურად ჩაერთოს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის განხორციელებაში.

4.3.4.თავისი ქმედებით არ დაუშვას ფრაქციის დისკრედიტაცია.

 

მუხლი 5. ფრაქციის ხელმძვანელი პირები და მათი უფლებამოსილება

5.1 ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან : ფრაქციის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

5.2 ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს.

5.3. ფრაქციის ხელმძღვანელი პირების დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

5.4 ფრაქციის ხელმძღვანელი პირები აირჩევიან ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 6.ფრაქციის თავჯდომარე

6.1 ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

6.1.1 უხელმძღვანელოს ფრაქციის საქმიანობას

6.1.2.წარმოადგინოს ფრაქცია საკრებულოში და მის გარეთ

6.1.3.წარმართოს ფრაქციის სხდომები და ხელი მოაწეროს ფრაქციის გადაწყვეტილებებს.

6.1.4. განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.

6.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს; თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის გადაწყვეტილებით, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.

6.3.ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში

7.1        ფრაქციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

7.2       ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა, თუ აღნიშნულს მხარს დაუჭერენ ფრაქციის წევრები ერთხმად.

 

მუხლი 8. ფრაქციის გაუქმება

ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩება საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები.

 

ფრაქციის თავმჯდომარე     ქეთევან ჯოხაძე

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე    ვახტანგ შაქარიშვილი 

ფრაქციის  წევრი       ქეთევან მამულაშვილი 

LiveZilla Live Chat Software