+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ოქმები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2024 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2023 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2022 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2021 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2020 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2019 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2018 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2017 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

 

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

 

·         შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

 

·         სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

 

·         საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

 

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

 

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 


 

დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე

 

 

 

           დღის წესრიგი


1.      ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ


2.      ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების შესახებ


3.      ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში პეტრე იბერის შესახვევის გაგრძელების შესახებ


4.      ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დავით ბატონიშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის დავით ბატონიშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

 

5.      ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ.

 


 

            დღის წესრიგი

 

1.      ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის III შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგ ზაზა ალექსიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.


2.      ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთისთვის, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევისთვის ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების შესახებ.


3.      ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის VI  ჩიხთან არსებული უსახელო სკვერისთვის ყირგიზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ აითმათოვის სახელის მინიჭების შესახებ.


4.      ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევისთვის ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.


5.      ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის, საქართველოს სახალხო არტისტის, მუსიკოსის, ომარ კელაპტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.


6.      ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.


7.      ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, მამა-შვილის ზურაბ და მამუკა ბეროძეების სახელის მინიჭების შესახებ.


8.      ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომ ავალიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ.


9.      ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში,  გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მონაკვეთისთვის ალექსანდრე მანაგაძის სახელის მინიჭების შესახებ.


10.  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მონაკვეთისთვის და გრიგოლ ხანძთელის I ჩიხისთვის სხვიტორის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.


11.  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩისთვის გრიგოლ ხანძთელის სახელის მინიჭების შესახებ.

 

12.   ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის და დიდუბის რაიონებში, ვაგზლის მოედნისთვის სადგური მოედნის სახელის მინიჭების შესახებ.

 

 

 

2024 წლის არქივი


2023 წლის არქივი

 

2022 წლის არქივი 

 

2021 წლის არქივი 

 

2020 წლის არქივი

 

2019 წლის არქივი 


2018 წლის არქივი

 

2017 წლის არქივი


 


LiveZilla Live Chat Software